თავში

"ინფექცია კიდევ იარსებებს, მაგრამ ლეტალურ გამოსავალს აღარ მოიტანს" - ამირან გამყრელიძე

"ინფექცია კიდევ იარსებებს, მაგრამ ლეტალურ გამოსავალს აღარ მოიტანს" - ამირან გამყრელიძე
ინფექცია კიდევ იარსებებს, მაგრამ ლეტალურ გამოსავალს აღარ მოიტანს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის ტემპის გაზრდასთან. 

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი აიწევა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება და მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია ჯერ კიდევ იარსებებს, ის ლეტალურ შედეგს აღარ გამოიწვევს.

„თუ მოვახერხეთ და ვაქცინაციის მაჩვენებელი ავწიეთ ისე, როგორც ეს იყო აგვისტო-სექტემბერში, მაშინ ეპიდვითარებას უფრო დავასტაბილურებთ. ჩვენ მოგვიწევს თანაცხოვრება კოვიდინფექციასთან, რომელიც ლეტალურ გამოსავალს აღარ მოგვიტანს, ან მოგვიტანს მინიმალური რაოდენობით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system