თავში

ინფექციონისტი: COVID-19-ის ვაქცინაზე ადრე, სამკურნალო პრეპარატი გვექნება

ინფექციონისტი: COVID-19-ის ვაქცინაზე ადრე, სამკურნალო პრეპარატი გვექნება
ინფექციონისტი: COVID-19-ის ვაქცინაზე ადრე, სამკურნალო პრეპარატი გვექნება

დიდი ალბათობით, პრეპარატი უფრო ადრე უნდა გვქონდეს, ვიდრე ვაქცინა, – ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმმა ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ გააკეთა. მისი თქმით მიმდინარეობს კვლევები და პროგნოზები დამაიმედებელია. 

„კვლევები მიმდინარეობს და არის ძალიან დამაიმედებელი პროგნოზები. თუმცა, როგორც სპეციალისტები ბოლო ინფორმაციას გვაწვდიან, სავარაუდოდ, ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იქნება რამდენიმე თვის განმავლობაში. რაც შეეხება სამკურნალო პრეპარატებს, იცდება ათი-თხუთმეტამდე პრეპარატი და უფრო დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რომელიმე პრეპარატს უფრო ადრე დაადასტურებს და აღიარებს, როგორც ახალი კორონავირუსული ინფექციის სამკურნალო პირდაპირ ანტივირუსულ საშუალებას. ანუ, დიდი ალბათობით, პრეპარატი უფრო ადრე უნდა გვქონდეს, ვიდრე ვაქცინა. თუმცა, ზუსტ ვადებზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია“, – განაცხადა გოგინავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system