თავში

ინფექციონისტი: რატომ არ იკეტება ქალაქები?! - კატასტროფა გველის

ინფექციონისტი: რატომ არ იკეტება ქალაქები?! - კატასტროფა გველის
ინფექციონისტი: რატომ არ იკეტება ქალაქები?! - კატასტროფა გველის

ინფექციონისტი და ეპიდემიოლოგი არჩილ ჯალაღონია, ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას სოციალური ქსელით ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს.   

"რას უცდით, რატომ არ იკეტება ქალაქები?! სადამდე უნდა დამძიმდეს სიტუაცია?! კლინიკაში ადგილები არაა და ხალხი თავისით ვერ ხვდება ნიღბის აუცილებლობას. მთავრობა მაინც მიხვდეს, რომ წინ კატასტროფა გველის, თუ არ გაწყდა გადაცემათა ჯაჭვი 2 კვირიანი საყოველთაო კარანტინით...

რა ეკონომიკა, თითიდან გამოწოვილი სტანდარტები და წინასაარჩევნო მასკარადი, ყოველდღე ათეულობით თანამოქალაქე გვიკვდება, ვერ ავუდივართ პაციენტთა რაოდენობას. ვისთვის გავაკეთო არჩევანი, თუ ჩემი ხალხი დაავადმყოფდა. ვემიჯნები ყოველგვარ წერტილოვან შეზღუდვებს და ვითხოვ, როგორც ინფექციონისტი და ეპიდემიოლოგი (მაქვს ეს განათლებაც) დაწესდეს რამდენიმე კვირიანი მასიური შეზღუდვები, როგორც გაზაფხულზე. ეპიდემია დაწევს სიჩქარეს, მანამდე ვაქცინაც მოუსწრებს ხალხს," - წერს არჩილ ჯალაღონია Facebook-ზე. ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2,911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 66 561-მდე გაიზარდა. ასევე, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 45 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system