თავში

ინფექციურ საავადმყოფოში 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა - VIDEO

ინფექციურ საავადმყოფოში 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
ინფექციურ საავადმყოფოში 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა - VIDEO

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 3 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, განუცხადა.

მარიან ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში სულ 34 პაციენტი მკურნალობს. 

"ჩვენ ცენტრში 38 პაციენტი გვყავდა, 4 იყო შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევით გუშინ გამოირიცხა კოვიდინფექცია, ოთხივემ დატოვა კლინიკა და ამ ეტაპზე მხოლოდ 34 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. პაციენტების სიმძიმის თანაფარდობა უცვლელია - კვლავ 3 მძიმე პაციენტია, მაგრამ ამ სამ პაციენტთან სტაბილიზაცია მიღწეულია და მცირედი, მაგრამ ყოველდღიური გაუმჯობესება შეინიშნება, ალბათ, მალე პროგნოზულად ვიტყვით, რომ მათთან კარგი გამოსავალი იქნება. ძირითადად საშუალო სიმძიმის პნევმონიით არიან პაციენტები და მსუბუქი პაციენტები პნევმონიის გარეშე”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდასტურდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 735-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი, ჯამში განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 557-ს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაცვლილია 12 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system