თავში

ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე შეიყვანეს

ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე შეიყვანეს
ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე შეიყვანეს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე შეიყვანეს, რომელსაც ტემპერატურა და იშვიათი ხველა აღენიშნება.

საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეს, დიდი ალბათობით, ახალი კორონავირუსი არ აქვს. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტი გუშინ გამოფრინდა შანხაიდან ტრანზიტით: შანხაი - მოსკოვი - ერევანი.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 26 წლის ახალგაზრდა ქალი 15 იანვრის შემდეგ იმყოფებოდა ჩინეთში. პაციენტის თქმით, ის ჩასვლის შემდეგ იზოლირებულად ცხოვრობდა, საკვებს ბინაზე მომსახურების მეშვეობით იღებდა, მისივე თქმით, ინფიცირებულ პირთან კონტაქტი არ ჰქონია. 

„როდესაც უკვე ჩვენთან შემოვიდა სადახლოს საკონტროლო პუნქტზე, იქ აღინიშნა, რომ ტემპერატურა აქვს 37,5 გრადუსი და იშვიათი ხველა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთში იყო ნამყოფი და ინკუბაციის პერიოდი არ არის გასული, აქვს დაბალი ტეპერატურა და ხველა, პაციენტი ჩვენთან მოიყვანეს. ის ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსდა. აღებულია კვლევები. პნევმონია გამოირიცხა, სისხლის და ანთების მარკირებაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება. შემოსვლის შემდეგ ტეპერატურის მატება არ დაფიქსირებულა, პირიქით, ტემპერატურა თითქმის უკვე ნორმალურია და 37 გრადუსს აღარ აღემატება" - განაცხადა ექიმმა. 

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში მოწმდება და პასუხი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. 

"ლუგარის ლაბორატორიის სამსახურიდან მოვიდნენ, აიღეს ცხვირ-ხახის ნაცხი ახალ კორონავირუსზე ტესტისთვის, რაც წაღებულია და დღის მეორე ნახევარში, ალბათ, პასუხი იქნება. ამ სიტუაცას თუ შევაჯერებთ, დიდი ალბათობით, არ უნდა ველოდოთ ტესტის დადებით პასუხს", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ექიმის თქმით, მართალია, ტემპერატურამ დაიწია, მაგრამ 24 საათის განმავლობაში პაციენტს დააკვირდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system