თავში

ინფექციურ საავდმყოფოში ირანის სამი მოქალაქე შეიყვანეს - VIDEO

ინფექციურ საავდმყოფოში ირანის სამი მოქალაქე შეიყვანეს
ინფექციურ საავდმყოფოში ირანის სამი მოქალაქე შეიყვანეს - VIDEO

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ირანის სამი მოქალაქე შეიყვანეს. სამივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ერთ-ერთს ტემპერატურა აღენიშნება. მათ ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდებათ.

„ერთი ოჯახის წევრები არიან, დედა და ორი შვილი, რომლებიც ირანიდან გამოემგზავრნენ. ასევე, გიდასტურებთ, რომ ირანში, გარკვეულწილად კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია უარესდება, ბოლო დღეების განმავლობაში, ოფიციალურად უკვე დადასტურებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორი, მაგრამ სხვადასხვა წყაროებით ხუთი ფატალური შემთხვევა კორონავირუსული ინფექციით. ეს ხდება ირანის ერთ-ერთ პროვინციაში და ქალაქში, რომელიც თეირანიდან დაახლოებით 150 კილომეტრშია, ამიტომ ვფიქრობთ, შესაბამისი ზომების გატარებას. სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ამაზე უკვე მუშაობენ, რამეთუ ირანი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ინტენსიური მიმოსვლაა ირანთან და თუ ირანში გაუარესდა ეპიდსიტუაცია, რა თქმა უნდა, შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული. რაც შეეხება ამ სამ ადამიანს, ერთ-ერთ მათგანს შემოსვლისას ჰქონდა ტემპერატურა და შესაბამისი სიმპტომები, ამიტომ მოხდა მათი ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანა. საავადმყოფოში ღამის განმავლობაში ტარდება კვლევები და ხვალ დილას ასევე ნაცხი იქნება აღებული კორონავირუსულ ინფექციაზე და გამოკვლევა ჩატარდება „ლუგარშიც“ და ამის შედმეგ გადაწყდება რა ტაქტიკა იქნება მათთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ. 

ცნობისთვის, ირანში კორონავირუს COVID-19-ით ინფიცირების კიდევ 13 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ორი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, ჯამში ინფიცირების შემთხვევებმა 18-ს მიაღწია, დაღუპულთა რაოდენობამ კი 4-ს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system