თავში

ინფექციური საავადმყოფოს გარდა პაციენტების მიღებას კიდევ 4 კლინიკა შეძლებს

ინფექციური საავადმყოფოს გარდა პაციენტების მიღებას კიდევ 4 კლინიკა შეძლებს
ინფექციური საავადმყოფოს გარდა პაციენტების მიღებას კიდევ 4 კლინიკა შეძლებს

"დღეს პრემიერთან შეხვედრაზე მიღებული იქნა ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება - აქამდე თუ ინფექციური საავადმყოფო იღებდა ავადმყოფებს, გადაწყდა, რომ პირველი რიგის მიმღები იქნება 5 კლინიკა",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძემ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოს  დაემატება საუნივერსიტეტო კლინიკა; მთლიანად დაიცლება ყოფილი 8-ე საავადმყოფო; ასევე, გამოთავისუფლდება რესპუბლიკური საავადმყოფო. საუბარია გორის ჰოსპიტალზეც.

" დღეს თუ იქ კარანტინში იმყოფებიან პაციენტები, ისინი გადაინაცვლებენ სხვა სივრცეში და რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება ავადმყოფების მიმღები, ასევე გორის ჰოსპიტალი, სადაც 140 საწოლია და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა, სადაც 11 საწოლია",- განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ყველა ამ კლინიკის რესურსი, 420 საწოლით უკვე მობილიზებულია და ხვალისთვის ეს კლინიკები იქნება დაცლილი.

"ეს პასუხი იმ ეჭვიან ხალხს, ვინც ამბობს, რომ გამოყოფილი რესურსი საკმარისი არ არის. დღეს არის 30 ავადმყოფი. თვენახევარია, რაც საქართველომ დაიწყო პაციენტების მიღება. ეჭვი მეპარება, რომ ორ დღეში ეს 420 საწოლი გაივსოს. ეს დაუჯერებელია ყველაზე ცუდი სცენარითაც კი. სულ ცოტა, სამი კვირა ეს 420 საწოლი იქნება საკმარისი. შესაძლოა, ისე დასრულდეს ეპიდემია, რომ ეს რაოდენობა საჭირო არ გახდეს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში 418 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირი რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system