თავში

ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალ შენობას სახელმწიფო შეიძენს

ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალ შენობას სახელმწიფო შეიძენს
ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალ შენობას სახელმწიფო შეიძენს

ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალ შენობას სახელმწიფო უმოკლეს ვადებში შეიძენს - ამის შესახებ განცხადებას კლინიკის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა. მისი თქმით გარანტია კლინიკას პრემიერ-მინისტრმა მისცა. 

"თუ მხედველობაში მივიღებთ შენობის მდგომარეობას და მის შიდა დიზაინს, შენობა კარგ მდგომარეობაში არ არის, ეს ფაქტია, მაგრამ არ უნდა მოხდეს ამის განზოგადება მომსახურებასა და სერვისებზე. მომსახურება, ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, როგორც დირექტორი, არის უმაღლეს დონეზე, სერვისები არის უმაღლეს დონეზე, სტაფი არის უგამოცდილესი და ინფექციებთან ბრძოლაში გამობრძმედილი. ამიტომ გავმიჯნოთ -შენობის მდგომარეობა კარგი არ არის, ეს არ არის ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო, სამაგიეროდ მომსახურება და კვალიფიკაცია არის მაღალი.

ახლა გვაქვს მიღებული უკვე კატეგორიული გარანტია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასგან. ის შეგვპირდა, რომ სახელმწიფო შეიძენს უმოკლეს ვადებში, ერთ-ორ თვეში დიღომში, ე.წ სამედიცინო ინოვაციების ცენტრი ჰქვია, 11-სართულიან შენობას, რომელიც ააშენა ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ. ამას იყიდის სახელმწიფო და გადმოგვცემს. ეს იქნება ძალიან კარგი გადაწყვეტა ამ საკითხის და მომავალში მარტო კარგ სერვისებზე და მარტო კვალიფიკაციაზე არ გვექნება საუბარი, ფიზიკური პირობებიც ექნებათ პაციენტებს კარგი“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system