
ინფექციური საავადმყოფოში 27 პაციენტი რჩება. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით ცნობილია ასევე 8 პაციენტზე ტესტის პასუხები. მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
“ამ დროისთვის ჩვენთან არის 27 პაციენტი. ახლა ზუსტად ნახევარი საათის წინ მოვიდა 8 პაციენტის პასუხი კორონავირუსის ტესტირებაზე და 8-ვე პასუხი უარყოფითია და ეს 8 პაციენტი გადავა საკარანტინო სივრცეში. ახლა დამთავრდა, 13 პაციენტზე კიდევ აიღეს ტესტები და პასუხების შედეგები იქნება ან ძალიან გვიან, ან დილით. 27 პაციენტი გვყავს, 8-ის პასუხი მივიღეთ, ეს 8 გადავა საკარანტინო სივრცეში, დარჩება -19. 19-დან აღებულია 13-ზე. პარალელურად კიდე პაციენტები შემოდიან”, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.