თავში

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მამუკა ხაზარაძე მათთან არ მკურნალობს

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მამუკა ხაზარაძე მათთან არ მკურნალობს
ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მამუკა ხაზარაძე მათთან არ მკურნალობს

მამუკა ხაზარაძე ინფექციურ საავადმყოფოში არ იმყოფება, - ამის შესახებ Report.ge-ს ინფექციური საავადმყოფოში განუცხადეს.

როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, მათთვის პრივილეგირებული პაციენტები არ არსებობენ, ამ ეტაპისთვის კლინიკაში ყველა ადგილი დაკავებულია და პაციენტებს ვერ იღებენ. 

„კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველა პაციენტი თანაბარია და ყველას ერთნაირად, ერთი გაიდლაინით ვმკურნალობთ. ჩვენთვის პრივილეგირებული პაციენტები არ არსებობენ. ამ ეტაპზე, ჩვენს დაწესებულებაში ყველა ადგილი დაკავებულია და პაციენტებს ვერ ვიღებთ. როდესაც პაციენტები გაეწერებიან, გამოთავისუფლებულ ადგილზე ნებისმიერ იმ პაციენტს მივიღებთ, რომელსაც იმ მომენტში დასჭირდება ჩვენთან მკურნალობა“, – განაცხადეს ინფექციურ საავადმყოფოში.

აღნიშნული თემა მას შემდეგ გახდა განხილვის საგანი, რაც მამუკა ხაზარაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ ის სამკურნალოდ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ კლინიკაში "პრივილეგირებული" პაციენტებისთვის ადგილი მოიძებნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system