თავში

ინფიცირების მატების გამო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მასობრივი ტესტირება დაიწყო

ინფიცირების მატების გამო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მასობრივი
ინფიცირების მატების გამო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მასობრივი ტესტირება დაიწყო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის თემში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო. 

ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია. მათ ე.წ. სწრაფი ტესტი უტარდებათ.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა. შემთხვევები ძირითადად წამოვიდა ფოთის „ტექსტილის“ საწარმოში დასაქმებული პირებისაგან, თუმცა გვაქვს სხვა შემთხვევებიც, რომლებიც მასთან არ იყო დაკავშირებული.

შემთხვევებმა განსაკუთრებით იმატა ჩოჩხათის, ნიგვზიანისა და ნიგოეთის თემის სოფლებში. გამომდინარე აქედან, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩაგვეტარებინა მასობრივი ტესტირება, რომ უფრო მეტად გამოვავლინოთ ინფიცირებულები", - განაცხადა ნატო მენაღარიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system