თავში

ინფიცირებული დეპუტატი სამტრედიიდან ქუთაისში მიდიოდა, რა დროსაც დააჯარიმეს - VIDEO

ინფიცირებული დეპუტატი სამტრედიიდან ქუთაისში მიდიოდა, რა დროსაც დააჯარიმეს - VIDEO
ინფიცირებული დეპუტატი სამტრედიიდან ქუთაისში მიდიოდა, რა დროსაც დააჯარიმეს - VIDEO

დღეს სამართალდამცველებმა 1973 წელს დაბადებული, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საკრებულოს წევრი მ.ბ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

 ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მ.ბ.-ს, 29 ნოემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცეს და კოვიდაღრიცხვაზე იმყოფება. 

,,ინფიცირებულმა მამაკაცმა დაარღვია დადგენილი წესები, თვითნებურად დატოვა თვითიზოლაციის ადგილი და საკუთარი ავტომანქანით, სამტრედიიდან ქუთაისის მიმართულებით გაემგზავრა. სამართალდამცველებმა მ.ბ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000 ლარით იმ დროს დააჯარიმეს, როცა იგი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 164 976-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 988 პაციენტი და საერთო რაოდენობა 137 499-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 36 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 540 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system