თავში

ინფიცირებულ ექიმთა რაოდენობა იზრდება

ინფიცირებულ ექიმთა რაოდენობა იზრდება
ინფიცირებულ ექიმთა რაოდენობა იზრდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით დღევანდელი დილის მონაცემებით საქართველოში 123 ექიმი COVID 19-ით დაინფიცირდა. 

მისი თქმით, ყველაზე მეტი ინფიცირებული, სიმპტომებით არიან და სამწუხაროდ ზიანდება სამედიცინო პერსონალი.

"სამიზნე ჯგუფებიდან ყველაზე მეტი ინფიცირებულები არიან რა თქმა უნდა სიმპტომებიანი ადამიანები.  ახალი 1731 შემთხვევიდან 73% ანუ 1272 გახლავთ სწორედ სიმპტომებიანი პაციენტი. სამწუხაროდ გვიზიანდება სამედიცინო პერსონალი. დღევანდელი დილისთვის 123-ია ასეთი. სამწუხაროდ იცით, რომ გარდაგვეცვალა 1 კოლეგა. სასწრაფოს ექიმი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 33 858-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 15 ადამიანი გარდაიცვალა, სულ გარდაცვლილია 253 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system