თავში

ინფიცირებულმა მატარებლით იმგზავრა და სასტუმრომდე ტაქსით მივიდა

ინფიცირებულმა მატარებლით იმგზავრა და სასტუმრომდე ტაქსით მივიდა
ინფიცირებულმა მატარებლით იმგზავრა და სასტუმრომდე ტაქსით მივიდა

კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა, რომელსაც ვირუსი ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში ყოფნისას დაუდასტურდა, სავარაუდოდ, თბილისი-ზუგდიდის ჩქაროსნული მატარებლით იმგზავრა, ხოლო სასტუმრომდე ტაქსით მივიდა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ვიბლიანის განცხადებით, მასთან კონტაქტში მყოფ ორ პირს,რომლებიც სასტუმროს თანამშრომლები არიან, უკვე გაეწია რეკომენდაცია თვითიზოლაციაში გადასვლასთან დაკავშირებით. ამასთან, მათი ნიმუშები ტესტირებისთვის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია.

"ამ ეტაპისათვის, ორ პირს გაეწია რეკომენდაცია, ყოფილიყვნენ თვითიზოლაციაში, ახლა ეპიდემიოლოგები მუშაობენ ღრმა ეპიდკვლევაზე. თუმცაღა, მისი მონათხრობით, მას არ აქვს დიდი კონტაქტები. სავარაუდოდ, მატარებლითაა ნამგზავრი,"-განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

ზუგდიდის სასტუმროს წარმომადგენლის, სოფიო ხუბულავას განცხადებით, სასტუმროში შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. მისივე განცხადებით, ქალი სასტუმროში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

"28-ში, მარიამობას შემოვიდა ეს ქალბატონი. მოაკითხეს რამდენიმე საათში, აუღეს ტესტი. მოაკითხეს საღამოს, ალბათ, 3 საათისთვის და გადაიყვანეს საგანგებო სამსახურიდან. სიცხე ან რამე სხვა სიმპტომი არ ჰქონდა,"-განაცხადა სოფიო ხუბულავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system