
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გარდაიცვალა 44 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1 126 ადამიანი.
ცნობისთვის, სულ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულია 657 753 შემთხვევა.
საქართველოში ვირუსს სულ ემსხვერპლა 9 440 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 609 987 ადამიანი.