
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 997 ახალი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 593 763-ს.
გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 1 232 ინფიცირებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 558 042-მდე.
ვირუსით გარდაიცვალა კიდევ 52 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 498 პირი ემსხვერპლა.