თავში

ინფიცირებულთა რაოდენობით ისევ თბილისი ლიდერობს - განაწილება რეგიონების მიხედვით

ინფიცირებულთა რაოდენობით ისევ თბილისი ლიდერობს - განაწილება რეგიონების მიხედვით
ინფიცირებულთა რაოდენობით ისევ თბილისი ლიდერობს - განაწილება რეგიონების მიხედვით

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან უმეტესობა თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია:

"თბილისში გამოვლენილია 636 შემთხვევა, აჭარაში - 333, იმერეთში - 320, ქვემო ქართლში - 121, შიდა ქართლში - 76, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 119, კახეთში - 45 მცხეთა-მთიანეთში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 15", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 33 858-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 15 ადამიანი გარდაიცვალასულ გარდაცვლილია 253 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system