თავში

ინფიცირებულთა რაოდენობით თბილისი პირველ ადგილზეა

ინფიცირებულთა რაოდენობით თბილისი პირველ ადგილზეა
ინფიცირებულთა რაოდენობით თბილისი პირველ ადგილზეა

საქართველოს რეგიონებს შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების მიხედვით თბილისი პირველ ადგილზეა ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურებული 523 შემთხვევიდან 194 თბილისში დადასტურდა, 172 აჭარაში, 117 იმერეთში, გურიასა და შიდა ქართლში 7-7, 4 შიდა ქართლში, 16 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 3 კახეთში, 2 სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა მთიანეში 1.

"სამწუხაროდ ახლა პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა ჩვენ... აჭარაში, საბედნიეროდ იკლო შემთხვევებმა, მიღებულმა ღონისძიებებმა გამოიღო შედეგი".- აღნიშნა ენდელაძემ.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 11 794-მდე გაიზარდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system