თავში

ინფორმაცია იმერეთში არსებული საკარანტინო ზონებიდან

ინფორმაცია იმერეთში არსებული საკარანტინო ზონებიდან
ინფორმაცია იმერეთში არსებული საკარანტინო ზონებიდან

იმერეთის რეგიონში არსებულ ოთხ საკარანტინე ზონაში 425 ადამიანია მოთავსებული.

გუშინ, ღამის განმავლობაში, მოქალაქეები წყალტუბოსა და საჩხერის ზონებს დაემატა, ხოლო საირმის საკარანტინო სივრციდან ორი მოქალაქე ტემპერატურული რეაქციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში გაკეთებული 100-მდე ტესტიდან კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში დადასტურდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა.კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system