თავში

დადასტურდა თუ არა კორონავირუსი - ახალი ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან - VIDEO

დადასტურდა თუ არა კორონავირუსი - ახალი ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან - VIDEO
დადასტურდა თუ არა კორონავირუსი - ახალი ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 9 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისათვის ყველა პაციენტი კლინიკიდან გაწერილია. 

მედიკოსის განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება, რომელიც კლინიკაში დაახლოებით ერთი საათის წინ შეიყვანეს. ახალგაზრდა ქალს კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდება.

,,ამ დროისათვის, ის 9 ადამიანი, რომელიც წინა დღეებში იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში, გაეწერა. მათ ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარდათ, გამოირიცხა ყველა სახის კორონავირუსი, მათ შორის, ახალ კორონავირუსზე გაკეთებული ტესტებით, რომელთაგან ორი გაკეთდა როტერდამში, ხოლო დანარჩენები ჩვენს ლუგარის ცენტრში. დღეს კლინიკაში არის ერთადერთი ახალგაზრდა ქალბატონი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ახლახანს შემოიყვანეს, ერთი საათის წინ, ის იყო შანხაიში, აქვს ტემპერატურა დაბალი. უტარდება გამოკვლევები, ხვალ დილით აუღებენ ნაცხს, კორონავირუსზე, ხვალ შუადღისით იქნება პასუხი, დიდი ალბათობით, მასაც არ დაუდასტურდება კორონავირუსი. ვინაიდან, არის ცნობები ქვეყანაში, რომ შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ დაბალი ტემპერატურით მიდის, ამიტომ ჩვენთან არის გაძლიერებული ყურადღება და ყველა პაციენტს, რომელსაც აღენიშნება ტემპერატურა და იყო ჩინეთში, მაინც ყველას ვიკლევთ", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 563-ს მიაღწია, დაავადებულია 28 018 ადამიანი. 1152 პაციენტი კი უკვე განიკურნა და კლინიკები დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system