თავში

ინგა გრიგოლიას სტუდიაში დათვის ბელები მიუყვანეს - PHOTO - VIDEO

ინგა გრიგოლიას სტუდიაში დათვის ბელები მიუყვანეს - PHOTO - VIDEO
ინგა გრიგოლიას სტუდიაში დათვის ბელები მიუყვანეს - PHOTO - VIDEO

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ მას სტუდიაში ახლად დაბადებული დათვის ბელები მიუყვანეს.

,,გუშინ რომ პატარა ბელებზე დავწერე, ხომ გახსოვთ? ხოდა, გადაარჩინეს და ჩამოიყვანა გარემოს დაცვამ! მადლობა. ეხლა არიან ქექესთან და ხვალ დედალ დათვს მიუსვამენ. 

ერთი ბიჭია, მეორე გოგო და დაარქვეს ინგა და კუკარაჩა.

ხოდა, გაიცანით ინგა და კუკარაჩა, მადლობა, ქექე და სოსო ჯიქურაშვილს. სტუდიაში მომიყვანეს და გამაცნეს", - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ინგა გრიგოლიამ გუშინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის საშუალებითაც ახლად დაბადებული დათვის ბელებისთვის დახმარებას ითხოვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system