თავში

ინგა გრიგოლია: ტელევიზია განაგრძობს მუშაობას, ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება ტესტი

ინგა გრიგოლია: ტელევიზია განაგრძობს მუშაობას, ყველა
ინგა გრიგოლია: ტელევიზია განაგრძობს მუშაობას, ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება ტესტი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ დღის ბოლოს ტელეკომპანიის თანამშრომელს, ვიკა ბუკიას, კორონავირუსის ტესტით სუსტად დადებითი პასუხი დაუდასტურდა.

მისი თქმით, ტელეკომპანიის დანარჩენ თანამშრომლებს სიმპტომები არ აღენიშნებათ. 

"დღის ბოლოს - ვიკას სუსტად დადებითი პასუხი აქვს, შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გვითხრა, რომ ხვალ შუადღემდე ვიყოთ თვითმონიტორინგის რეჟიმში. ტელევიზია ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას და კომპანიამ გადაწყვიტა, ყველა თანამშრომელს ჩაუტაროს ტესტი ხვალ დილიდან. სიმპტომი არავის აქვს, ყველა გადასარევად გრძნობს თავს და ვმუშაობთ ისევე, როგორც აქამდე.

ვიკა ბუკიას კი, რომელიც ორშაბათიდან გიორგი ნიორაძესთან ერთად, ახალ გადაცემას იწყებდა ტვ ,,პირველზე,, მალე გამოჯანმრთელებას და სამსახურში სწრაფად გამობრჭყვიალებას ვუსურვებ," - წერს ინგა გრიგოლია Facebook გვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system