თავში

ე.წ. მიწისქვეშა ბაზრობის ტერიტორიაზე სახურავი ჩაინგრა - დაშავებულია ერთი ადამიანი - PHOTO

ე.წ. მიწისქვეშა ბაზრობის ტერიტორიაზე სახურავი ჩაინგრა - დაშავებულია ერთი ადამიანი - PHOTO
ე.წ. მიწისქვეშა ბაზრობის ტერიტორიაზე სახურავი ჩაინგრა - დაშავებულია ერთი ადამიანი - PHOTO

თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაშავდა. ის ე.წ მიწისქვეშა ბაზრობის შენობაში ჩავარდა, რომლის სახურავი გზას უერთდება. სწორედ ამ სახურავის გადაკვეთაც ცდილობდა დაშავებული, რა დროსაც სახურავი ჩაინგრა და მამაკაცი ბაზრობის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცმა დაზიანებები მიიღო და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა.

„ჩვენი ბაზრობის სახურავზე ადამიანები ხშირად მოძრაობენ, რადგან მოკლე გზით მიდიან თავიანთ სახლებში. ეს სახურავი არის ძალიან სუსტი, რის გამოც ადამიანები ხშირად ვარდებიან სახურავიდან. რამდენიმე კვირის წინ, ჩვენს სახურავზე მოძრავი ბავშვი ლამის თავზე დაგვეცა,“- აცხადებს ბაზრობის მოვაჭრე.

Report.ge-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, რომ პაციენტი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში თავის ტრავმის დიაგნოზით გადაიყვანეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system