თავში

ინტენსიურად გვიკავშირდებიან იღუმენ იონას გამო - საპატრიარქო

ინტენსიურად გვიკავშირდებიან იღუმენ იონას გამო - საპატრიარქო
ინტენსიურად გვიკავშირდებიან იღუმენ იონას გამო - საპატრიარქო

"ბოლო დღეებში ინტენსიურად გვიკავშირდებიან იღუმენ იონას (მაისურაძე) გამო.", - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა. 

მათი თქმით, 2019 წელს მას მღვდელმსახურება ნამდვილად შეუჩერდა. საკითხი ეხებოდა მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელ ზნეობრივ გადაცდომას. 

"ადამიანი, რომელმაც საპატრიარქოს შევიწროების საჩივრით მომართა, არ იყო არასრულწლოვანი, თუმცა საჩივარში აღნიშნული ზნეობრივი დანაშაული გახლდათ. ამ ფაქტის გამო, იღუმენ იონას დაედო საეკლესიო სასჯელი და შეუჩერდა მღვდელმსახურება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ შემთხვებაში მომჩივანს პროკურატურისთვის არ მიუმართავს.

ბოლო დღეებში სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა სხვა შემთხვევის შესახებ. ამჯერად იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროებაზეა საუბარი. დამტკიცების შემთხვებაში მსგავსი ფაქტი შეფასდება, მძიმე დანაშაულად, თუმცა საპატრიარქოსთვის ამ საკითხთან დაკავშირებით არც მანამდე და არც შემდგომში არავის მოუმართავს. თავად იღუმენი იონა კომისიაზე იყო დაბარებული და ყველა ბრალდება უარყო.

ცნობისათვის:

ნებისმიერი მსგავსი შემთხვევა განიხილება კომისიაზე და დადასტურების შემთხვევაში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system