თავში

ინტენსიური თოვა, ძლიერი ყინვა, წვიმა და თოვლჭყაპი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

ინტენსიური თოვა, ძლიერი ყინვა, წვიმა და თოვლჭყაპი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
ინტენსიური თოვა, ძლიერი ყინვა, წვიმა და თოვლჭყაპი - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

5-10 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდს ელოდებიან, თუმცა 8 იანვარს, მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა 5-10 იანვრამდე +8, +15 გრადუსი დაფიქსირდება. 

დასავლეთ საქართველოში 4 იანვრიდან 5 იანვრამდე ინტენსიური თოვაა მოსალოდნელი, 5 იანვარს კი იწვიმებს. 6 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდში კი გამოიდარებს. ტემპერატურა +9, +15 გრადუსი იქნება. 

თბილისში ტემპერატურა მოიმატებს. 5-10 იანვრის პერიოდში ჰაერი +9, +14 გრადუსამდე გათბება. უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა 6 იანვარს სინოპტიკოსები თოვლჭყაპს პროგნოზირებენ. 

მაღალ მთაში 5 იანვარს მოთოვს. 6 იანვრიდან კი უნალექო ამინდია ნავარაუდევი. 5-10 იანვრის პერიოდში მთაში მინიმალური ტემპერატურა - 2 გრადუსი იქნება, ხოლო მაქსიმალური +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი სამცხე ჯავახეთში, ბაკურიანსა და ახალქალაქში, სადაც ჰაერის ტემპერატურა -10, -12 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო გუდაური-კობის მიმართულბით -15, -17 გრადუსამდე ყინვა იქნება. 

ჰაერის ტემპერატურა მთელი საქართველოს მასშტაბით ექვსი იანვრიდან მოიმატებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system