თავში

ინტიმური ურთიერთობა არ გვქონდა - რას ჰყვება ბაჩანა ლობჟანიძე

ინტიმური ურთიერთობა არ გვქონდა - რას ჰყვება ბაჩანა ლობჟანიძე
ინტიმური ურთიერთობა არ გვქონდა - რას ჰყვება ბაჩანა ლობჟანიძე

ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, მას თამარ ბაჩალიაშვილთან ინტიმური ურთიერთობა არ ქონია. ამის შესახებ ბაჩანა ლობჟანიძემ „მთავარ არხზე“ „მთავარ აქცენტებში“ ისაუბრა.

„ჩვენ არ გვქონია ინტიმური ურთიერთობა“- ასე პასუხობს ბაჩანა ლობჟანიძე ნიკა გვარამიას შეკითხვას, რომელიც თავის მხრივ ეკითხებოდა ქონდათ თუ არა მას და თამარს ფიზიკური ურთიერთობა.

ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system