თავში

იყავი და ხარ დიდი ნული! - ექიმების დაპირისპირება გრძელდება

იყავი და ხარ დიდი ნული! - ექიმების დაპირისპირება გრძელდება
იყავი და ხარ დიდი ნული! - ექიმების დაპირისპირება გრძელდება

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ექიმი მანანა ამურველაშვილი ალერგოლოგ-იმუნლოგო გიორგი კამკამიძეს პასუხობს.

„მთელი დღეა მინდა გიორგი კამკამიძის იმ საშინელი პოსტის შესახებ დავწერო და ახლა ძლივს მოვნახე დრო. არავინ იფიქროს, რომ თენგიზ ცერცვაძის დასაცავად ვწერ, მას არავის დაცვა არ სჭირდება, მე მივმართავ კამკამიძეს, როგორც ყოფილ თანამშრომელს, რადგან ის ამ მართლაც რომ გროტესკული და საშინლად ბოროტი წერილებით მთელ ჩემს სამსახურს ესვრის ტალახს. ციანატი არა, გია, ციანიდი, ის ხომ ასეთი პოპულარულია თქვენს სასტავში, სახელი მაინც დაწერე სწორად. იქნებ ისიც დაწერო, რისთვის გაქვს პირადი დაპირისპირება ჩვენთან, მიდი, მოყევი. ამნეზია არ გვაქვს და ყველას გვახსოვს ის, რომ კომპეტენცია და ნიჭი არ გეყო იმის გასაკეთებლად, რისთვისაც აგიყვანეს, დაიჯერე, რომ ძალიან ჭკვიანი იყავი. არადა ეხლაც დარწმუნებული ვარ, რომ რომ არა შიდსის ცენტრი და შენი მეუღლე, მაია, რომელიც ძალიან ჩვენიანი იყო და ძალიან გვიყვარდა ყველას, შენ არაფერი იქნებოდი, იყავი და ხარ დიდი ნული, განსაკუთრებით როგორც ადამიანი. აქამდე თუ კიდევ თავს ვიკავებდი პასუხის გაცემისაგან, მაგასაც მაიას უმადლოდე, მაინც შემომრჩა თბილი გრძნობები ჩვენი საერთო წარსულის წყალობით. ბატონ თენგიზს კი ძალიან ვთხოვ, არ უპასუხოს ამ უაღრესად, წარმოუდგენლად ნაძირლურ პოსტს და აღარასოდეს დაუყაროს ღორებს მარგალიტები” – წერს მანანა ამურველაშვილი.

პოსტი, რომელიც გიორგი კამკამიძემ მოგვიანებით წაშალა, ასეთი შინაარსისაა.

„თენგიზ ცერცვაძე – ეს გროტესკული არსება – კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს! მის ადგილას რომ ვიყო, რემდესივირს კი არ მოვითხოვდი, არამედ კალიუმის ციანატს! თვითონ ვერასოდეს მიხვდება და ერთი პანჩური სჭირდება ისტორიის ნაგავსაყრელზე გადასაგდებად. უნდა შევაწყვეტინოთ რამენაირად ამ კაცს სიცოცხლესთან ბილწი თამაში. სასწრაფოდ გასაპანღურებელია სახელმწიფო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელობიდან! კი ბატონო, მე პირადი დაპირისპირება მაქვს მასთან, ამიტომ კეთილი ინებეთ და სხვებმაც ამოიღეთ ხმა!!!”, – წერდა გიორგი კამკამიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system