თავში

"იყენებდნენ საკუთარი უპასუხისმგებლო პოზიციების გასამაგრებლად" - რას წერს ექიმი

"იყენებდნენ საკუთარი უპასუხისმგებლო პოზიციების გასამაგრებლად" - რას წერს ექიმი
იყენებდნენ საკუთარი უპასუხისმგებლო პოზიციების გასამაგრებლად - რას წერს ექიმი

საფ­რან­გეთ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი, რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქვეყნებს.

მედიკოსი წერს, რომ დიდ ბრიტანეთში 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია ნებადართული გახდა. 

"ანტივაქსები, ასევე ზოგი ექიმი აქტიურად და არაკეთილსინდისიერად ( უნდა ითქვას რაც სათქმელია) იყენებდნენ, საკუთარი უპასუხისმგებლო პოზიციების გასამაგრებლად, დიდ ბრიტანეთში გამართული დისკუსიის დროს გამოთქმულ აზრს, 12 წლიდან მოზარდების აცრის წინააღმდეგ გამოთქმულს.

არადა, "ავიწყდებოდათ" (როგორც ყოველთვის) მთავარის მითითება, რომ ეს არ იყო ხელისუფალთა ოფიციალური აზრი, სხვა მოსაზრებებიც არსებობდა და ერთ ერთ პოზიციას საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებად ასაღებდნენ, ყველასთვის სამაგალითო რომ უნდა გამხდარიყო.

ხოდა, საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ იქნა მიღებული. 

12 წლის ასაკიდან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ოფიციალურად ნებადართულია დიდ ბრიტანეთში. წავა ახლა ამათი გინებაც…", - წერს რევაზ ბოჭორიშვილი "ფეისბუქში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system