თავში

იყო არალეგიტიმური ჩარევა - არჩილ თალაკვაძე

იყო არალეგიტიმური ჩარევა - არჩილ თალაკვაძე
იყო არალეგიტიმური ჩარევა - არჩილ თალაკვაძე

შვიდი საჩივრიდან, რომელიც შესაძლო მოსყიდვას უკავშირდება, წინასწარი შედეგებით უკვე ცნობილია, რომ ხუთი სწორედ ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ჩადენილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული დარღვევები შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. 

„მაგალითად, შვიდი ფაქტიდან, საჩივრიდან, რომელიც შესაძლო მოსყიდვას უკავშირდება, წინასწარი შედეგებით უკვე ცნობილია, რომ ხუთი სწორედ ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ჩადენილი. თუმცა ეს ჩვენი სფერო არ არის, არამედ შესაბამისი ორგანოების შესწავლის საგანია. რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, არჩევნების წინ მოქალაქეების თავისუფალ აზრზე თავდასხმის შემთხვეები იყო, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან.  

„არჩევნების წინ ძირითადად ამ ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ნამდვილად ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე თავდასხმას, იყო არალეგიტიმური ჩარევაც, მგალითად, მიხილ სააკაშვილის მხრიდან. სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და კანონის დარღვევით მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს საერთაშორისო დამკვირვებლები ობიექტურად აფასებენ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system