თავში

"იყო არტერიული წნევის მატების ეპიზოდი" - როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა

"იყო არტერიული წნევის მატების ეპიზოდი" - როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა
იყო არტერიული წნევის მატების ეპიზოდი - როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო კონსილიუმის წევრებმა მოინახულეს.

ექიმი, ნინო შარაშენიძე ამბობს, ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილის ზოგადი თერაპიული სტატუსი სტაბილურია, თუმცა გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლები მედიკამენტოზურ ჩართულობას ჯერ კიდევ საჭიროებს. მისივე ცნობით, ექსპრეზიდენტს გუშინ არტერიული წნევის მატება დაუფიქსირდა.

"ზოგადი თერაპიული სტატუსი სტაბილურია, აქვს საერთო სისუსტე პერიოდულად, რომელიც განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება ხოლმე მისი ემოციური, ან ფიზიკური აქტივობის შემდეგ. იყო გუშინ არტერიული წნევის მომატების ეპიზოდიც, რომელიც ძალიან მალე დარეგულირდა. 

იღებს საკვებს ფიზიოლოგიურად, უკვე ეკუთვნის პრინციპში, მას თავისი კვების რეჟიმი. რაღაც გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლები ჯერ კიდევ საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩართულობას და იღებს ამ მედიკამენტებს, ხორციელდება ყველაფერი გრაფიკის მიხედვით. აუცილებლად ვნახავთ ყოველ ხუთ დღეში ერთხელ მაინც, ერთ კვირაში, თუ საჭირო გახდება, დღეში ორჯერაც" - ამბობს შარაშენიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system