თავში

იყო თუ არა საბჭოს სხდომაზე დაპირისპირება პრემიერთან - რას პასუხობს ამირან გამყრელიძე

იყო თუ არა საბჭოს სხდომაზე დაპირისპირება პრემიერთან - რას პასუხობს ამირან გამყრელიძე
იყო თუ არა საბჭოს სხდომაზე დაპირისპირება პრემიერთან - რას პასუხობს ამირან გამყრელიძე

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, გუშინ, ამირან გამყრელიძემ, ეკატერინე ტიკარაძემ და თამარ გაბუნიამ ისე დატოვეს შენობა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გუშინ ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. 

ბრიფინგზე მხოლოდ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა და მწვანე პასპორტებთან დაკავშირებული დეტალები განმარტა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის მტკიცებით, დაპირიპსირებას ადგილი არ ჰქონია და საბჭოს სხდომა განხილვის ფორმატში წარიმართა.

"არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა იყო მხოლოდ განხილვა. ისეთი გადაწყვეტილებები არ ყოფილა, რომ ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლებს განცხადებები გაეკეთებინათ. 

გამოქვეყნდა დილით სტატისტიკა და შემდეგ ბატონმა ღიბრაძემ გააკეთა განცხადება" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იცვლის თუ არა პოზიციას უვადო მწვანე სტატუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გამყრელიძემ უპასუხა, რომ "ყველაფერი განხილვის ეტაპზეა".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system