თავში

ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად მთავრობის ადმინსიტრაციასთან აქცია გაიმართება

ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად მთავრობის ადმინსიტრაც
ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად მთავრობის ადმინსიტრაციასთან აქცია გაიმართება

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად კანცელარიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება. საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრები და ახლობლები, მის გასათავისუფლებად ხელისუფლებას აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. 

"ერთი წელი სრულდება რაც ირაკლი ბებუა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ამ დროის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს აქტიური ნაბიჯები მის გასათავისუფლებლად.

დავუდგეთ მის ოჯახს გვერდით კვირას 12:00 საათზე კანცელარიის შენობის წინ. თავისუფლება ირაკლი ბებუას!", - ნათქვამია ორგანიზატორების გავრცელებულ მიმართვაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system