თავში

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო სრულად წყვეტს ავიამიმოსვლას

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო სრულად წყვეტს ავიამიმოსვლას
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო სრულად წყვეტს ავიამიმოსვლას

დღეიდან სრულად წყდება ავიამიმოსვლა, - ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. 

მისი თქმით, განხორციელდება მხოლოდ ის რეისები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იქნება კოორდინირებული. მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, ვინც შემოვა საქართველოს საზღვარზე, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნიდან მოდის, გადავა კარანტინის რეჟიმში. 

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ და არის დაკოორდინირებული საქართველოს მთავრობასთან.

აქვე, მინდა ხაზი გავუსვა და გაცნობოთ, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში – თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინე ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ. შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით იქნება მათ მიმართ გადაწყვეტილებები მიღებული“, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system