თავში

ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსზე აიცრა

ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსზე აიცრა
ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსზე აიცრა

ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. პროცედურა ინფექციურ საავადმყოფოში გაიმართა. მას პირადად ესწრებოდა ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 

პრემიერ-მინისტრმა არჩევანი "ფაიზერის" ვაქცინაზე შეაჩერა. 

"მოგეხსენებათ, რომ ოთხი თვის წინ გადავიტანე კოვიდი, მაგრამ ამის მიუხედავად რამდენიმე კვირის წინ შევიმოწმე ანტისხეულის რაოდენობა. მქონდა 400 ანტისხეული, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა აცრა, რომ კიდევ უფრო გავაძლიერო იმუნიტეტი. 

დღეს მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველამ ჩავიტაროთ აცრა. ძალიან ბევრი შემთხვევა გვქონია იმისა, რომ ჯანმრთელ ადამიანს მიუტანია სახლში კოვიდი, ძალიან ბევრი, სამწუხაროდ ტრაგიკული ისტორიები ვიცით ჩვენ უკვე, მათ შემდეგ დაუინფიცირებიათ მშობლები, ახლობლები, მეგობრები. რომელთა სიკვდილიანობაც დამდგარა. 

ამის თავიდან ასარიდებლად ერთადერთი გამოსავალი რაც მთავრობას და მეცნიერებს შეუძლიათ შესთავაზოს მოსახლეობას, არის აცრა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system