თავში

ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს

ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს
ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს.

“ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს - სიყვარულის, ქველმოქმედების, თანადგომისა და სიკეთის გამარჯვების დიდ დღესასწაულს.

საქართველოს მუსლიმ თემს - ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, ყოველდღიური შრომით და ქვეყნის ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და გაძლიერებაში.

ვუერთდები თქვენს ზეიმს და კეთილდღეობას, სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”,-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system