თავში

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო თვითნაბადი ალმასია, რომელსაც წახნაგების გამოკვეთა სჭირდება

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო თვითნაბადი ალმასია, რომელსაც
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო თვითნაბადი ალმასია, რომელსაც წახნაგების გამოკვეთა სჭირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას წევრ ქვეყნებს მიმართა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე ქართველი ხალხი ახალ გამოწვევებს ყოველთვის თვალს უსწორებდა.

თანამშრომლობისა და გლობალური ჩართულობის ჩვეული ქართული სულისკვეთება შემომაქვს, რაც ჩვენს ქვეყანას ამოძრავებდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებისას, ოცდაათი წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.

ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფო შეიძლება ახალგაზრდა იყოს, თუმცა ჩვენი ფასეულობები და ტრადიციები ძირძველია. მრავალი მღელვარე მოვლენა გამოვიარეთ, გადავრჩით და განვვითარდით მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე.

ჩვენმა ისტორიამ ჩამოგვაყალიბა ძლიერ, ამაყ და გამძლე ერად, რომელიც გახსნილია მსოფლიოსთვის და ეძებს გზებს წინ წასასვლელად. საქართველო ის თვითნაბადი ალმასია, რომელსაც წახნაგების გამოკვეთა სჭირდება ქვეყნის სრული პოტენციალის საჩვენებლად.

ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე - სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს და ჩრდილოეთი სამხრეთს - ჩვენ ყოველთვის ვუსწორებდით თვალს ახალ გამოწვევებს - ყოველ ცალკეულ ჯერზე ჩვენი წარსულის განმავლობაში”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system