თავში

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარისკაცებს საახალწლო საჩუქრები მიუტანა - VIDEO

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარისკაცებს საახალწლო საჩუქრები მიუტანა
ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარისკაცებს საახალწლო საჩუქრები მიუტანა - VIDEO

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი წელი ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. მინისტრმა ბრიგადის პირად შემადგენლობას ახალი წელი მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წელი იქნება, რაც მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

მასთან ერთად იმყოფებოდნენ მოადგილეები და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

ვაზიანში ახალი წლის აღნიშვნამდე თავდაცვის მინისტრი საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მყოფ ჯარისკაცებს მოულოდნელად ესტუმრა და საახალწლო საჩუქრები მიუტანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system