თავში

ირაკლი ხმალაძე: ჭავჭავაძის გამზირის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

ირაკლი ხმალაძე: ჭავჭავაძის გამზირის
ირაკლი ხმალაძე: ჭავჭავაძის გამზირის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით ჭავჭავაძის გამზირის გამტარუნარიანობა მისი რეაბილიტაციის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი თქმით ჭავჭავაძის გამზირი არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში ინფრასტრუქტურა იმგვარად, რომ მივიღოთ ნაკლები საცობი და დაბინძურება. 

"ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში სატრანსპირტო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ჰქონდეს მაღალი გამტარუნარიანობა, გვქონდეს ნაკლები საცობი და ნაკლები დაბინძურება," - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი გამოთქვამდა უკმაყოფილებას ჭავჭავაძის გამზირზე შექმნილი დიდი საცობის გამო

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system