თავში

ირაკლი კობახიძე: "ქართული ოცნების" 17-ვე კანდიდატმა მანდატი მოიპოვა

ირაკლი კობახიძე: "ქართული ოცნების" 17-ვე კანდიდატმა მანდატი მოიპოვა
ირაკლი კობახიძე: ქართული ოცნების 17-ვე კანდიდატმა მანდატი მოიპოვა

ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები",- ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

"2016 წლის ანალოგიურად, სამწუხაროდ, ოპოზიციამ ამჯერადაც უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე. თუმცა, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დღეს გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები. როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა ნდობის გამოცხადებისთვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system