თავში

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციასთან კონსტულტაცია მრავალმანდატიან მაჟორიტარულ მოდელზე გაგრძელდება

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციასთან კონსტულტაცია მრავალმანდატიან მაჟორიტარულ მოდელზე გაგრძელდება
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციასთან კონსტულტაცია მრავალმანდატიან მაჟორიტარულ მოდელზე გაგრძელდება

მმართველი გუნდი ოპოზიციას და საერთაშორისო პარტნიორებს საარჩევნო სისტემის მოდელთან დაკავშირებით შეჯერებულ ვარიანტს უახლოეს მომავალში წარუდგენს - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციასთან კონსულტაციები მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გაგრძელდება.

„როგორც მოგეხსენებათ, წარიმართება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის საკითხზე. ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებაც მოგვმართეს შესაბამისი თხოვნით ამ კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმ დესტრუქუციისა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, მაგალითად, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებს, რაც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვესმის კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების მხრიდან, ასევე ვხედავთ ჩვენ ბლოკირების მცდელობას, იაფფასიან პერფორმანსებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში იდგმება, აგრესიულ რიტორიკას, ჩვენ მივიღეს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაინტერესებს ოპოზიცია თავისი დესტრუქციით, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც ამოძრავებთ ერთი მიზანი, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება და სწორედ ამ მიზნით და მოტივითაა ნაკარნახევი მათი მოწოდება კონსულტაციების გაგრძელების თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, გერმანული მოდელისგან განსხვავებით, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები საქართველოს კონსტიტუციასთან სრულად თავსებადია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system