თავში

ირაკლი ზარქუა ხაბეიშვილის ცემაზე: ძნელია ემოციის მოთოკვა

ირაკლი ზარქუა ხაბეიშვილის ცემაზე: ძნელია ემოციის მოთოკვა
ირაკლი ზარქუა ხაბეიშვილის ცემაზე:  ძნელია ემოციის მოთოკვა

ძალადობა მიუღებელია, მაგრამ როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი პირად შეურაცხყოფაზე გადადის ძნელია ემოციის მოთოკვა,- ამის შესახებ განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუამ გააკეთა. მისი თქმით ლევან ხაბეიშვილმა უმრავლესობის წევრები შეურაცხყო, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.  

„ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ადგილი აქვს პირად შეურაცხყოფას და კოლეგების მიმართ ამაზრზენ დამოკიდებულებას. მე მას ძალიან ბევრჯერ მივმართე და ვთხოვე, განცხადებები არგუმენტების გამოყენებით გაეკეთებინა. ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში ჩვენ ყველას მოგვაყენა შეურაცხყოფა. როდესაც გაყენებენ შეურაცხყოფას, მიიღებ შესაბამის პასუხს. ყველა ასე იზამდა, ჩვენ ვართ ქართველები, თავმოყვარე ერი," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ დღის პირველ ნახევარში თბილისის საკრებულოში დაპირისპირება იყო, რა დროსაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სცემეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system