თავში

ირანელი გენერალი: ირანს აქვს აშშ-ზე შურისძიების უფლება

ირანელი გენერალი: ირანს აქვს აშშ-ზე შურისძიების უფლება
ირანელი გენერალი: ირანს აქვს აშშ-ზე შურისძიების უფლება

"ირანი დასჯის ამერიკელებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი", - ამის შესახებ რევოლუციური გვარდიის მეთაურმა, გოლამალი აბუჰამზემ განაცხადა. მისი თქმით, არსებობს საშუალება, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ს სახმედრო ფლოტს დაარტყას. 

"ირანს აქვს უფლება შური იძიოს ამერიკის შეერთებულ შტატებზე სულეიმანის მკვლელობის გამო. ჰორმუზის სრუტეში ამერიკული გამანადგურებლებისა და სამხედრო ფლოტის ნაწილი გაივლის. ჩვენ უკვე გვაქვს იდენტიფიცირებული სამიზნეები. ამ ტერიტორიაზე ირანს 35 სამიზნე აქვს", - განაცხადა მან. 

აშშ-ის თავდაცვის უწყებამ სამხედრო ოპერაციის შედეგად ქასემ სულეიმანი მოკლა. გენერალი სულეიმანი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ხელმძღვანელი იყო, რომელიც აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. სარაკეტო დარტყმა ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მოხდა. ინფორმაცია პენტაგონში დაადასტურეს.

აშშ-მა საკუთარ მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ Express -ი აქვეყნებს. აშშ-ი შიშობს, რომ სპეცოპერაციას ერაყსა და რეგიონში ვითარების უკიდურესი დაძაბვა მოჰყვება, რაც შესაძლოა, სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system