თავში

ირანის მეჯლისის დეპუტატი ბრიტანეთის ელჩის გაძევებას თხოვს

ირანის მეჯლისის დეპუტატი ბრიტანეთის ელჩის გაძევებას თხოვს
ირანის მეჯლისის დეპუტატი ბრიტანეთის ელჩის გაძევებას თხოვს

ირანის მეჯლისის დეპუტატი ქვეყნიდან ბრიტანეთის ელჩის გაძევებას ითხოვს. დეპუტატი აღნიშნულის მიზეზად ანტისამთავრობო აქციაში რობ მაქეირის მონაწილეობას ასახელებს.

„შემდეგ ელჩს ეცოდინება კანონები და იმედია, პატივს სცემს დიპლომატიურ კრიტერიუმებს“, – განაცხადა ალაედინ ბორუჯერდიმ.

შეგახსენებთ, ირანში ბრიტანეთის ელჩი რობ მაქეირი, გუშინ თეირანში „აქციის წახალისების“ მოტივით, რამდენიმე საათით დააკავეს. თავად ელჩი აცხადებს, რომ ის აქციაში არ მონაწილეობდა.

„შემიძლია, დავადასტურო, რომ მე არანაირ დემონსტრაციაში არ ვმონაწილეობდი. მივედი დაანონსებულ სამგლოვიარო ცერემონიაზე, რომელიც ირანში ჩამოგდებულ უკრაინულ ავიახაზების მგზავრების ხსოვნას ეძღვნებოდა. ბუნებრივია რომ ასე მოვიქეცი, მსხვერპლთა შორის ხომ ბრიტანეთის რამდენიმე მოქალაქეც იყო. მას შემდეგ, რაც ღონისძიებაზე ყვირილი დაიწყეს, მე ტერიტორია დავტოვე“, – წერს ელჩი „ტვიტერზე“. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system