თავში

ირანის საზღვარზე გაჩერებული ქართველი მძღოლების შესახებ განცხადება ვრცელდება

ირანის საზღვარზე გაჩერებული ქართველი მძღოლების შესახებ განცხადება ვრცელდება
ირანის საზღვარზე გაჩერებული ქართველი მძღოლების შესახებ განცხადება ვრცელდება

ირანის საზღვარზე გაჩერებული ქართველი მძღოლების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ირანულ მხარესთან გრძელდება ინტენსიური მუშაობა. 

,,ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო დაწესებულების ინფორმაციით, 30 იანვარს გამოუშვეს ირანის საზღვარზე გაჩერებული კიდევ 7 სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

საზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების საკითხთან დაკავშირებით ირანულ მხარესთან გრძელდება ინტენსიური მუშაობა. 

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს კონსულმა, გიორგი სახლთხუციშვილმა შეხვედრა გამართა ტრანზიტისა და საერთაშორისო გადაზიდვების დეპარტამენტის დირექტორთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების სამშობლოში დროულად დაბრუნების შესაძლებლობები და აღნიშნული პრობლემის სწრაფად აღმოფხვრის გზები.

აღსანიშნავია, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენლობა რჩება მუდმივ კავშირზე მძღოლებთან და ინფორმირებულია მათი მდგომარეობის შესახებ, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებთან. აღსანიშნავია რომ საზღვარზე შეჩერებული მანქანების ეტაპობრივი გამოშვება ირანულმა მხარემ გასულ კვირას დაიწყო", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system