თავში

ეზუგბაია: ჩამომსვლელებს ვთხოვ, ორი კვირის განმავლობაში დარჩნენ თვითიზოლაციაში

ეზუგბაია: ჩამომსვლელებს ვთხოვ, ორი კვირის განმავლობაში დარჩნენ თვითიზოლაციაში
ეზუგბაია: ჩამომსვლელებს ვთხოვ, ორი კვირის განმავლობაში დარჩნენ თვითიზოლაციაში

თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანს აქვს მცირე კონტაქტები სხვა პირებთან. თუ რომელიმესთან მოხდება თვითიზოლაციის პირობებში სიმპტომების გამოხატვა, ასეთი პირების გადმოყვანა მოხდება ჩვენთან,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.

მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოდიან მოგზაურობიდან ან საქმიანი ვიზიტიდან, განსაკუთრებით, მაღალი რისკის ქვეყნებიდან: იტალიიდან, ირანიდან, ჩინეთიდან და სამხრეთ კორეადან, მარინა ეზუგბაია ყველას სთხოვს, რომ გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და თუ სიმპტომებიც არ აღენიშნებათ, თვითიზოლაციაში დარჩნენ.

"ჩამომსვლელებს ვთხოვ, რომ ორი კვირის განმავლობაში დარჩნენ ბინაზე თვითიზოლაციაში. ამასთან, კარანტინში მყოფ პაციენტებს, რომლებსაც გამოუვლინდებათ რომელიმე საეჭვო ნიშანი, ყველა პაციენტი მოვა ჩვენთან და ჩაუტარდებათ კვლევა. ჩვენ გვაქვს 44 ბოქსირებული საწოლი და შეგვიძლია სრულად ვმართოთ ჩვენთან მოსული ნაკადები. დღემდე არ ყოფილა არანაირი პრობლემა. ჩვენმა ცენტრმა შეძლო დღევანდელ დღემდე პაციენტების მიღება და უკან გაბრუნება თუ ნეგატიურია და თუ არადა, დატოვება და მართვა. ეს არის 24-საათიანი მუშაობის შედეგი. ამისთვის მადლობა უნდა გადაუხადოს ყველამ როგორც ექიმებს, ასევე საშუალო და დაბალი რგოლის პერსონალს. პირადად მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი ცენტრის ყველა თანამშრომელს, რომლების თავდაუზოგავად მუშაობენ. ჩვენი ცენტრი არის ქვეყანაში ერთადერთი დაწესებულება, რომელსაც აქვს მძლავრი ლაბორატორიული სამსახური",-განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 30 პაციენტი იმყოფება.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 178 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 56 ადამიანი გადის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system