თავში

"ირკვევა, რომ ეს უფრო ეფექტურად გიცავთ ინფიცირებისგან"- რა ინფორმაციას ავრცელებს ექიმი არჩილ მარშანია

"ირკვევა, რომ ეს უფრო ეფექტურად გიცავთ ინფიცირებისგან"- რა ინფორმაციას ავრცელებს ექიმი არჩილ მარშანია
ირკვევა, რომ ეს უფრო ეფექტურად გიცავთ ინფიცირებისგან- რა ინფორმაციას ავრცელებს ექიმი არჩილ მარშანია

ექიმი არჩილ მარშანია ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს რომ ბუნებრივ იმუნიტეტთან შედარებით ვაქცინაცია 5.49-ჯერ უფრო ეფექტურად გვიცავს ინფიცირებისგან. 

"18 წლის ზემოთ ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში, კოვიდ19-ს დადასტურებული შემთხვევების შედარებისას, როდესაც ვადარებთ ბუნებრივ (ინფექციის გადატანით მიღებულ) იმუნიტეტს და მ-რნმ ვაქცინით მიღებულ იმუნიტეტს (ვისაც წარსულში არ გადაუტანია კოვიდი), ირკვევა რომ:

ვაქცინით მიღებული იმუნიტეტი 5.49-ჯერ უფრო ეფექტურად გიცავთ ვიდრე ბუნებრივი იმუნიტეტი.CDC-ს სრული რეპორტი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.cdc.gov/mmwr/volumes/70/wr/mm7044e1.htm...

დასკვნა: ყველა ვისაც ასაკით ეკუთვნის ვაქცინაცია უნდა აიცრას, მიუხედავად იმისა გადატანილი აქვს თუ არა კოვიდი, და უნდა აიცრას რაც შეიძლება მოკლე დროში, დღეს ეს არის პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა.ჯანმრთელობას გისურვებთ" - წერს ექიმი.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system