თავში

ირმა ინაშვილს ხატს დღეს დაუბრუნებენ

ირმა ინაშვილს ხატს დღეს დაუბრუნებენ
ირმა ინაშვილს ხატს დღეს დაუბრუნებენ

ირმა ინაშვილს ილორის ტაძრისთვის შეწირულ ხატს დღეს დაუბრუნებენ. ინფორმაციას გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ნაირა ამალია ავრცელებს.

ნაირა ამალია ხატს "ტვირთად" მოიხსენიებს და ამასთან ამბობს, რომ ის შესრულებულია არა ტრადიციული ხატწერით, არამედ მასზე ასახული რელიგიური სცენა სტამბაშია დაბეჭდილი. 

ხატს ენგურის ხიდზე დღეს მიიტანენ, თუმცა უცნობია, დახვდება თუ არა ირმა ინაშვილი დაწუნებულ საჩუქარს.   

"იცით ვინ არის ის ქალბატონი, ვინც ხატის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს?! ის არის გალის რაიონში, ქართული ენის აკრძალვის ერთ-ერთი ინიციატორი. თქვენ ამას შეგნებულად არ უსვამთ ხაზს. ხატზე ნურავინ დარდობს, ხატი თავის ადგილს იპოვის. დავხდები თუ არა, ამ კითხვაზე ვერ გპასუხობთ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა "ღამის კურიერთან" საუბრისას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system