თავში

"ის ამ ბრძოლაში მარტო არ უნდა იდგეს!" - რას წერს თამარ ჟამურაშვილი

"ის ამ ბრძოლაში მარტო არ უნდა იდგეს!" - რას წერს თამარ ჟამურაშვილი
ის ამ ბრძოლაში მარტო არ უნდა იდგეს! - რას წერს თამარ ჟამურაშვილი

ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

მედიკოსი ნონა გაფრინდაშვილის შესახებ წერს და ლეგენდარულ მოჭადრაკეს მხარდაჭერას უცხადებს.

"სოლიდარობა და ჩემი სრული მხარდაჭერა ქნ. ნონა გაფრინდაშვილს. ვფიქრობ, ის ამ ბროძოლაში მარტო არ უნდა იდგეს!

გაასმაგდა პირადად ჩემი პატივისცემა მისი პიროვნების მიმართ ამ ნაბიჯის შემდეგ.წარმომიდგენია, რა ძალისხმევა დასჭირდებოდა, როგორც ქალს, ჯერ კიდევ 40-50 წლის წინ ასეთი წარმატების მისაღწევად და ამ დროს "რაღაც სერიალი", თუნდაც ამერიკული, ესოდენ აკნინებს მის მიღწევებსა და განვლილ გზას... გულით წარმატებას ვუსურვებ!!!", - წერს თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი კომპანია Netflix-ს უჩივის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system