თავში

"ის არის ვირუსი, რომელსაც შეუძლია უჯრედში უფრო იოლად შეაღწიოს" - ივანე ჩხაიძე

"ის არის ვირუსი, რომელსაც შეუძლია უჯრედში უფრო იოლად შეაღწიოს" - ივანე ჩხაიძე
ის არის ვირუსი, რომელსაც შეუძლია უჯრედში უფრო იოლად შეაღწიოს - ივანე ჩხაიძე

"პირველივე განხილვის შემდეგ ახალ მუტაციას მიენიჭა შეშფოთების მუტაციის კატეგორია. პოტენციურად ის არის ის ვირუსი, რომელსაც შეუძლია უჯრედში უფრო იოლად შეაღწიოს და შესაბამისად იყოს უფრო იოლი გადამდები", - ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ "ომიკრონზე" საუბრისას განაცხადა.

"ის ინფორმაცია, რაც ჩვენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარებული დაკვირვების შემდეგ გვაქვს, მიუთითებს, რომ ძირითადად ამ ვირუსის მატარებლები არ საჭიროებენ საავადმყოფოში მოთავსებას. ახალი მუტაციის დროს კლინიკური მიმდინარეობა ხასიათდება როგორც მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის. იქნება თუ არა ვაქცინები ეფექტური ახალი შტამის წინააღმდეგ ჯერჯერობით ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ "იმედის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system