თავში

თბილისის საქალაქო სასამართლო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

თბილისის საქალაქო სასამართლო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
თბილისის საქალაქო სასამართლო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

დღეიდან თბილისის საქალაქო სასამართლო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

სასამართლოს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხელეთა ნაწილი სამსახურებრივ უფლებამოსილებას დისტანციურად განახორციელებს.

,,დისტანციური გრაფიკით შრომის რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციურად მუშაობა სასამართლოს საქმიანობას შეაფერხებს.

დისტანციური შრომის რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში გაშვებას, ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილება შრომის ეფექტიანობას არ შეამცირებს.
საჭიროების შემთხვევაში დისტანციური შრომის რეჟიმზე მყოფი თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს სამსახურში მოთხოვნისთანავე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთელს მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID-19-ის პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა. ორგანიზაცია ქვეყნებს დაავადებასთან საგანგებო და აგრესიული ბრძოლისკენ მოუწოდებს.

12 მარტს, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

რაც შეეხება დისტანციური მუშაობის რეჟიმს, ქვეყანაში არაერთმა, საჯარო თუ კერძო სექტორმა, უკვე მიმართა ამ ხერხს და კორონავირუსის პრევენციისთვის, შესაბამისი ზომები მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system